ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის საკითხი იყო განხილვის მთავარი თემა, ემანუელ მაკრონსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრის დროს. ერდოღანმა ფინეთისა და შვედეთის სამხედრო ალიანსში გაწევრიანების მიმართ წინააღმდეგობა კიდევ ერთხელ გამოხატა.ამასთან, ლიდერებმა სასურსათო უსაფრთხოების კრიზისის შესახებ საკითხები განიხილეს და ყურადღება "უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გადაუდებელ აუცილებლობაზე" გაამახვილეს.