ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ წარდგენილი ბრალი დაუსაბუთებელია და მნიშვნელოვანია შეწყდეს დევნა ბრალდებული პირების მიმართ, - ასე აფასებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) „კარტოგრაფების საქმეს“.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამართლებრივი შეფასების დოკუმენტის პრეზეტაცია გამართეს და საკუთარი პოზიცია გამოხატეს.
როგორც დოკუმენტში წერია, EMC-ის მიერ ჩატარებული სისხლის სამართლის საქმის მასალების დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ სახელმწიფო ბრალდების პოზიციები აშკარად დაუსაბუთებელია, ზოგიერთ შემთხვევაში კი, საქმეში ჩანს არსებითი შინაარსის ფაქტობრივი და სამართლებრივი შეუსაბამობები და აშკარად შეუსწავლელი გარემოებები, რაც პროკურატურის მხრიდან მნიშვნელოვანი გარემოებების განზრახ უგულებელყოფის ეჭვს ბადებს.