EMC ონლაინ კონფერენციის ფარგლებში სტრასბურგში მიმდინარე, თემირლან მაჩალიკაშვილის პროცესის დეტალებს დღეს საზოგადოებას გააცნობს. გაირკვევა თუ რა ეტაპზეა საქმის განხილვა. მაჩალიკაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მხარეებმა პოზიციები უკვე დააფიქსირეს. თამთა მიქელაძის თქმით, ხელისუფლება კვლავ ცდილობს თემირლან მაჩალიკაშვილი ტერორისტულ საქმიანობას დაუკავშიროს. კონფერენცია ონლაინ რეჟიმში, EMC -ის ფეისბუქ გვერდის საშუალებით შედგება.