ემილია კლარკი, ჰენრი გოლდინგი, მიშელ იოჰი და ემა ტომპსონი. ეს იმ მსახიობების ჩამონათვალია, რომლებსაც ახალ რომანტიულ კომედიაში Last Christmas იხილავთ. მთავარი გმირი (ემილია კლარკია) ინგლისელი ქალია, რომელიც ერთი წლის წინ სიკვდილს გადაურჩა, თუმცა ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში დაბრუნება უჭირს. მაგრამ მის ცხოვრებაში ჩნდება მამაკაცი , რომელიც ყველაფერს ცვლის. ფილმის პრემიერა 15 ნოემბერს არის დაგეგმილი.