7 წლის უკრაინელი გოგონას ვიდეო, როცა მან კიევის ბუნკერში ცნობილი სიმღერა Let it Go შეასრულა, საოცრად პოპულარული გახდა. მისი ეს ვიდეო ვირუსულად გავრცელდა, ახლა ის პოლონეთში იმყოფება, სადაც ცოტა ხნის წინ გადავიდა.
ამელია ანისოვიჩი ამჯერად პოლონეთში, უზარმაზარ სტადიონზე გამოვიდა მაყურებლის წინაშე. მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე მან უკრაინის ჰიმნი შეასრულა. ამელიას გამოსვლას ხალხი ანთებული ტელეფონებით უსმენდა. ცნობილია, რომ პატარა გოგონა ბებიასა და და-ძმასთან ერთად, პოლონეთში 9 მარტს გადავიდა, მისი დედ-მამა კი კიევში დარჩა.