კონსალტინგურ კომპანია „მაკკინსის“ ანალიტიკოსების მიერ შესრულებული კვლევის მიხედვით, ენერგიის ორგანულიდან განახლებად წყაროებზე გადასვლა, მსოფლიოს 2050 წლამდე პერიოდში, დახლოებით 275 ტრილიონი დოლარი დაუჯდება. ეს კი მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 7.5 პროცენტია.
ხარჯების ნახევარზე მეტს, მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკები - შეერთებული შტატები, ჩინეთი, ევროკავშირი, იაპონია და ბრიტანეთი გაიღებენ. საერთო ჯამში, ისინი აღნიშნულ პერიოდში, თავიანთი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 6 პროცენტს, ენერგეტიკის „გამწვანებაზე“ დახარჯავენ.
„მაკკინსის“ ანალიტიკოსების კვლევის შესაბამისად, ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს, თავიანთ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, პროცენტულად მეტი წილის გაღება მოუწევთ. ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებში ეს წილი 21 პროცენტს მიაღწევს, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში კი - 16.3 პროცენტს.