ენერგეტიკის მინისტრმა საზოგადოებას 5 წლიანი საქმიანობის ანგარიში ენერგეტიკული რევოლუცია წარუდგინა. ანგარიშში კახა კალაძემ მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტები, ასევე გატარებული რეფორმები შეაჯამა. ყველაზე მთავარ მიღწევად 2016 წლის ოქტომბერში დასრულებული 20.7 მეგავატი სიმძლავრის ქარის პირველი ელექტროსადგურის ქართლი 1-ის მშენებლობა დასახელდა. კახა კალაძე ენერგეტიკის მინისტრის რანგში საზოგადოებას დაემშვიდობა. მისი 5წლიანი საქმიანობა გუნდის წევრებმა შეაფასეს.