21:52
6 ივლისი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
კინო
„ენი ჰოლი“ - „ოსკაროსანი“ რეჟისორის ვუდი ალენის ერთ-ერთი გამორჩეული რომანტიკული კომედია, რომელიც ამერიკული კინოხელოვნების ინსტიტუტმა 100 ყველაზე სასაცილო ფილმის ნუსხაში შეიტანა
13-05-2022

თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ავტორიტეტულ რეჟისორად მიჩნეულმა, უამრავი პრესტიჟული პრემიის, მათ შორის „ოსკარის“ მფლობელმა ვუდი ალენმა, რომელიც კინოკარიერის გაკეთებამდე წარმატებული კომიკოსი და ჯაზ-კლარნეტისტი იყო, არა მხოლოდ თავისი ფილმებით, არამედ მრავალრიცხოვანი პიესებითა და ესეებითაც გაითქვა სახელი.

„ენი ჰოლი“ რომანტიკული კომედია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ აღნიშნა 45 წლის იუბილე,  2000 წელს ამერიკული კინოხელოვნების ინსტიტუტმა 100 ყველაზე სასაცილო ფილმის ნუსხაში შეიტანა.

მართალია, „ენი ჰოლის“ გარდა ჩამონათვალში ვუდი ალენის კიდევ 4 ნამუშევარი მოხვდა, მაგრამ სწორედ 1977 წელს გამოსული ფილმით აღინიშნა მარტივი კომედიური ჟანრიდან ბევრად მოწიფულ, სერიოზულ და შესაძლოა ბიოგრაფიულ კინოზე გადასვლა. 

მართალია, ე.წ. მეოთხე კედლის ნგრევის, ანუ მაყურებელთან დიალოგის გამართვის მეთოდი მანამდე ნაკლებად გამოიყენებოდა მელოდრამის ჟანრში, მაგრამ 1960-იანი წლების ევროპული კინოთი, განსაკუთრებით ბერგმანის შემოქმედებით შთაგონებულმა ალენმა სწორედ ამგვარ მეთოდს მიმართა პუბლიკის ნდობის და კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ელვი სინგერის ტრაგიკომიკური მონოლოგი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე მთავარი პერსონაჟის ტრადიციული ტექსტი კადრსმიღმა.

AutoPlay
არაჩვეულებრივი მსახიობი ოდრი ტოტუ, რომელმაც რამდენიმე ათეული დახვეწილი და საოცრად მგრძნობიარე პერსონაჟი განასახიერა, თუმცა მსოფლიო აღიარება მაინც ამელი პულენის როლით მოიპოვა
01-07-2022
მსოფლიო კინოს საკულტო პერსონები ძმები ჯოელ და ითან კოენები, რომლებიც ფილმებს საკუთარი სცენარით დგამენ, ამონტაჟებენ და პროდიუსირებაზეც თავად ზრუნავენ, თითქმის 35-წლიანი კარიერის მანძილზე 25-ზე მეტი პროექტი შექმნეს და 70-მდე პრესტიჟული პრემია დაიმსახურეს
24-06-2022
"ჰოლივუდის" ვარსკვლავი, რომელმაც 30-წლიანი კარიერის მანძილზე რამდენიმე ათეული მთავარი როლი შეასრულა და პრაქტიკულად ყველა პრესტიჟული პრემია დაიმსახურა "ოსკარისა" და ვერცხლის დათვის ჩათვლით - ნახეთ ლეონარდო დიკაპრიოს გამორჩეული როლები
17-06-2022
15 სრულმეტრაჟიანი ფილმი, მიმბაძველთა მთელი არმია და საკულტოდ ქცეული პერსონაჟები - თითქმის 30-წლიანი კარიერის მანძილზე კვენტინ ტარანტინომ უნიკალური კინოსამყარო შექმნა და რადიკალურად შეცვალა ამერიკული პოპ-კულტურა
10-06-2022
ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი, „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ პრემიების მფლობელი ჯორჯ კლუნი - ნახეთ მსახიობის გამორჩეული როლები
03-06-2022
„არ ვიცი რამდენად დამეთანხმებიან კოლეგები, მაგრამ ფაქტია, რომ თანამედროვე ჰოლივუდში არის ტომ ჰენქსი და არიან დანარჩენები“ - ამერიკული კინოს წამყვანი მსახიობი, რომელმაც ერთმანეთის მიყოლებით ორი „ოსკარი“ დაიმსახურა
27-05-2022
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები