აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევის შემდეგ ბერლინში ჩავიდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი მოლაპარაკებებს გერმანელ, ფრანგ და ბრიტანელ კოლეგებთან გამართავს. ხვალ კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჟენევაში გაემგზავრება და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება.
უკრაინაში ვიზიტის დროს ენტონი ბლინკენი პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდა. უკრაინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, შეერთებული შტატები და ევროპა მოსკოვს დიდ საფასურს დაუწესებენ, თუ ის უარს იტყვის დიპლომატიურ გზაზე და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებას აირჩევს.