აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება. შეხვედრა სტოკჰოლმში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) სამიტის ფარგლებში გაიმართება.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვედრას გამართავს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, დიმიტრი კულებასთანაც.
რიგაში, ნატოს საგარეო მინისტერიალის შემდეგ საუბრისას ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ "აშშ ღრმად შეშფოთებული მტკიცებულებებით, რომ რუსეთმა დაგეგმა მნიშვნელოვანი აგრესიული ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ“.
მისი თქმით, ვაშინგტონი მოსკოვს მძიმე ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, თუკი რუსეთი უკრაინა თავს დაესხმევა.