აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც მადლიერების დღის აღნიშვნასთანაა დაკავშირებული. მისი თქმით, დღესასწაულის გამო მილიონობით ადამიანი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილდა და მადლიერების დღე ოჯახთან ერთად აღნიშნა.
ფაუჩიმ განაცხადა, რომ დღესასწაულთან დაკავშირებით ბოლო კვირის განმავლობაში 800 000-დან 1 მილიონამდე ადამიანმა საჰაერო ტრანპორტით ისარგებლა, რაც ვირუსის გავრცელებას შეუწყობს ხელს.
ფაუჩი მოსახლეობას მოუწოდებს სახლში დაბრუნების შემდეგ იზოლაციაში გადავიდნენ. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის 13 750 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ვირუსს სულ მცირე 273 000 ადამიანი ემსხვერპლა.