კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, წლის ბოლომდე იყოს მზად. ამის შესახებ ამერიკის წამყვანმა ინფექციონისტმა ენტონი ფაუჩმა "სი-ენ-ენის" ეთერში განაცხადა.
"იანვარში ვამბობდი, რომ ვაქცინის შექმნას წელიწადნახევარი დასჭირდებოდა. ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ კარგი შანსები გვაქვს საიმისოდ, რომ ყველაფერი თუ კარგად იქნება, შეგვიძლია გამოყენებისთვის ვაქცინა მზად წლის ბოლოსთვის, ნოემბერ-დეკემბრისთვის იყოს", - განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დროისთვის 10 ვაქცინა, რომელიც შესაძლოა, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ იყოს გამოყენებული, ადამიანებზე კლინიკურ გამოცდას გადის.