ერაყის მთავრობამ 61 ჩინოვნიკი თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ამის შესახებ თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, მათ მოიპოვეს დოკუმენტები, რომელიც ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება 14 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
ერაყში თვის დასაწყისში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. დემონსტრანტები ქვეყანაში არსებულ უმუშევრობისა და კორუფციის მაღალ დონეს აპროტესტებენ. აქციების დროს პოლიციასა და მომიტინგეებს შორის მომხდარი დაპირისპირებების შედეგად დაიღუპა 100 და დაშავდა ათასობით ადამიანი.