რაყში, ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტთან განთავსებულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. სამხედროების ინფორმაციით, დაჭრილია ექვსი "მეომარი". მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
რამდენიმე დღის წინ, ანალოგიური რაკეტებით იერიში ბალადის საჰაერო ბაზაზეც მიიტანეს, სადაც შეერთებული შტატების სამხედრო შენაერთები იმყოფებიან.
ამასთანავე, მორიგი თავდასხმა განხორციელდა სამხრეთ ერაყში, ანბარის პროვინციაში მდებარე აინ ალ-ასადის სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ.
"როიტერსის" ცნობით, თეთრ სახლში განიხილავენ, რომ აღნიშნული თავდასხმები ირანის მხარდაჭერით ხორციელდება.