"ქურთების მუშათა პარტიის" ტერორისტულ ორგანიზაციასთან ბრძოლის თანამშრომლობის საკითხში ბარაქ ობამას ადმინისტრაციამ თურქეთი მოატყუა, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა. მან ობამა იმის გამო გააკრიტიკა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმება, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლის საკითხებს ეხება არ შეასრულა. ერდოღანმა განაცხადა, რომ მაისში, ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების შეკრებამდე დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს.