ეროვნულ ბანკსა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანი ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ამაღლებაა. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ფინანსური განათლების პროექტი სკოლა ბანკი დაინერგება, ასევე დაგეგმილია სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებიც.