საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს. ლერი ხაბელოვი ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარედ 78 ხმით 57-ის წინააღმდეგ აირჩიეს. სეოკის პრეზიდენტის არჩევნებში 136 დელეგატიდან 135-მა მიიღო მონაწილეობა. არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა - ლერი ხაბელოვი და ირაკლი მეძმარიაშვილი.