ეროვნული ბანკი დღეს, 19 მარტს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ ამერიკულ დოლარს გაყიდის. ამის შესახებ სებ-მა ოფიციალურ ვებ-გვერდზე დააანონსა.ცნობისთვის, სებ-მა ლარის კურსის ვარდნის გამო 20 მილიონი დოლარი 13 მარტს უკვე გაყიდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 ამერიკული დოლარის ღირებულებამ 3 ლარი და 18 თეთრი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3 ლარი და 49 თეთრია.