დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 721 მილიონ 800 ათასი ლარით, ანუ 1.6 პროცენტით გაიზარდა და 2020 წლის პირველი იანვრისთვის 47 მილიარდ 200 მილიონი ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5 მილიარდ 700 მილიონ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.2 პროცენტია.
სებ-ის ცნობით, 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.