პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის ყოველწლიურ ანგარიშს მოუსმინეს. ანგარიში კომიტეტის წევრებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა. სების 2016 წლის წლიური ანგარიში ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას მოიცავდა. საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, გასულ წელს ეროვნული ბანკი ბევრი გამოწვევის წინაშე დადგა. აკაკი კოვზანაძის განმარტებით, ყველაზე მთავარი სირთულე ლარის დევალვაცია იყო.ეროვნული ბანკის ანგარიშის დამტკიცებას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციას გასულ წელს, სების მიერ გატარებულ საფინანსო პოლიტიკასთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები მაინც დარჩა.