შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, 2020 წლის ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადა ერთიანი საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 30 აპრილის 18 საათამდე გახანგრძლივდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თუ აპლიკანტს გამოცდის დროს სპეციალური პირობებისა და საგამოცდო გარემოს შექმნა ესაჭიროება და მან რეგისტრაციისას მონიშნა შესაბამისი გრაფა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა 16 აპრილის ნაცვლად, 30 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარადგინოს.
განათლების სამინისტროს განცხადებით, ცვლილება ეხება მხოლოდ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებს და არა გამოცდების ჩატარების პერიოდს.