სასტუმრო "ტიფლის პალასში" ეროვნული კონფერენცია - "რესურსეფექტური და სუფთა წარმოება საქართველოში" გაიმართა. კონფერენცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის - "მწვანე ეკონომიკის განვითარება ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში" ფარგლებში გაიმართა, რომელიც ეხმარება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესის დაჩქარებაში. კონფერენციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, ბიზნესსექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, გაერო-ს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.