„ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები რა თქმა უნდა, ცუდად მოქმედებს ბიზნესის საქმიანობაზე. ყველა პარტია, ვისაც პრეტენზია აქვს მართვაზე, პრეტენზია უნდა ჰქონდეს, ამ პროცესების მინიმალიზაციაზე და არა ისეთ დონეზე აყვანაზე, რომ ყველაფერი ნულიდან იწყებოდეს “. ამის შესახებ ბიზნესმენმა, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე შეფასებით, იმ ეკონომიკის მცოდნე პარტიებში, როგორიცაა მაგალითად, ვაშაძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ასევე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ირაკლი ყიფიანი, უამრავი საინტერესო ადამიანი ყალიბდებოდა და მათი გამოცდილება უფრო ძლიერი იქნებოდა.