59 წლის წლის რეზო მექვაბიშვილი თვითნასწავლი მხატვარია. პეიზაჟებისა დანატურმორტების გარდა, ის ხატებსაც წერს. წლების წინათ რამდენიმე ტაძარიც მოხატა. ათი წლის წინ, სწორედ ტაძრის ხარაჩოზე მდგარს, ინსულტი დაემართა და დროებით საყვარელი საქმიანობის გარეშე მოუწია ცხოვრების გაგრძელება. ასე იხსენებს იმ საბედისწერო დღეს, რომელმაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.ინსულტის მიღების შემდეგ ერთი წელი საწოლს მიეჯაჭვა, მეტყველების უნარიდაკარგა. მარჯვენა კიდურების პარალიზების მიუხედავად, როცა მდგომარეობიდან გამოვიდა, ფუნჯი და საღებავები მოითხოვა. ეს სწორედ ის ნახატია, რომელიც ხატვის წყურვილმა მხატვარს, პარალიზებული მარჯვენა კიდურები სულ დაავიწყა, ფუნჯი მარცხენა ხელში აიღო და ტილოზე პირველი კონტურები გამოსახა. ეს მისი მეორედ დაბადება იყო.