საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი უკვე რამდენიმე თვეა იზრდება.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73 ათას 650 ადამიანით გაიზარდა.
სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 428 ათას 608-ს შეადგენდა, 2020 წლის სექტემბერში კი 502 ათას 258 შეადგინა.გაიზარდა ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობაც, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ გაჭირვებულია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2019 წლის სექტემბერში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 935 ათას 190-ს, წელს სექტემბერში კი 979 ათას 850-ს.