
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ერთ წელიწადში სახელმწიფო საგარეო ვალი 1,794 მლრდ დოლარით გაიზარდა
22-01-2021
ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი მილიარდ 794 მილიონი დოლარით გაიზარდა. ეს არის ყველაზე დიდი ზრდა, რაც ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებულა.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი შეადგენს 7 მილიარდ 535 მილიონ დოლარს. 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 5 მილიარდ 741 მილიონი დოლარი იყო.
არსებული 7 მილიარდ 535 მილიონი დოლარიდან 7 მილიარდ 162 მილიონი სამთავრობო ვალია, 373 მილიონი დოლარი კი ეროვნული ბანკის.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს გაიზარდა ეროვნული ბანკის ვალიც. კერძოდ, დეკემბერში სებ-ის ვალი შეადგენდა 373 მილიონ დოლარს, 2019 წლის დეკემბერში კი 248 მილიონ 900 ათას დოლარს.
AutoPlay

Zurich Insurance Group-ის შემდეგ "Nord Stream 2"-თან თანამშრომლობა Munich Re-მაც შეაჩერა
გამოქვეყნდა 28 წუთის წინ

2025 წლამდე მობილური კავშირის ოპერატორები ქსელის განვითარებაში 1,1 ტრილიონ დოლარს ჩადებენ
გამოქვეყნდა 29 წუთის წინ

საქართველოში ფეიხოას ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდი მოხსნა
გამოქვეყნდა 29 წუთის წინ

ვაშლის ექსპორტი 13-ჯერ გაიზარდა
გამოქვეყნდა 30 წუთის წინ

იანვარში კომერციული ბანკები 113,3 მლნ ლარის მოგებაზე გავიდნენ
გამოქვეყნდა 31 წუთის წინ

2021 წელს ქვეყანაში ეკონომიკური გარემო გაუარესდა - PMC
გამოქვეყნდა 13 საათის წინ