"თოვლის კაცი" - ნორვეგიელი მწერლის, ეკონომისტის, მუსიკოსისა და რეპორტიორის, იუ ნესბოს დეტექტიური ჟანრის რომანი. 496 გვერდიანი წიგნის ორიგინალი დაწერილია ნორვეგიულად, ის პირველად 2007 წელს ავტორის სამშობლოში გამოიცა. რომანმა მალევე მოიპოვა პოპულარობა ნორვეგიის მასშტაბით და ადგილობრივ წიგნებს შორის, ყველაზე გაყიდვადი წიგნის სტატუსი მოიპოვა.წიგნის მიხედვით მოქმედება ნორვეგიის დედაქალაქში, ოსლოში ვითარდება, სადაც დეტექტივი ჰარი ჰოული მკვლელობებს იძიებს. დეტექტივი აღმოაჩენს, რომ მკველობების გარემოებები იდენტურია. ყველა მსხვერპლი გათხოვილი დედაა, მათი მკვლელობები პირველი თოვლის წამოსვლისთანავე ხდება, დანაშაულის ადგილებზე კი თოვლის კაცის ფიგურა ჩნდება.