01:35
22 ოქტომბერი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ერთ თვეში ლარი რეგიონის ყველა ვალუტის მიმართ გაუფასურდა
30-09-2020

უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ლარის კურსმა რეგიონის ქვეყნების ვალუტებთან გამყარება დაიწყო.  ასევე უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებითაც 1.8%-ით გამყარდა.
თუმცა მიუხედავად გამყარების ტენდეციისა, უნდა აღინიშნოს, რომ გასული  ერთი თვის განმავლობაში ლარი რეგიონის ყველა ქვეყნის ეროვნული  ვალუტის მიმართ გაუფასურდა.
 უფრო კონკრეტულად, ლარი ერთ თვეში აზერბაიჯანულ მანათთან დაახლოებით 7.5%-ით გაუფასურდა. შემდეგ მოდის სომხური დრამი გაცვლითი კურსის 6.9%-იანი დევალვაციით. რაც შეეხება თურქულ ლირასა და რუსულ რუბლს. სტატისტიკის მიხედვით, გასული ერთი თვის განმავლობაში ლარი რუსულ რუბლთან 1.2%-ით, ხოლო თურქულ ლირასთან დაახლოებით 1%-ით გაუფასურდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები