საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ისევ გაიზარდა. 2020 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, ვალის მოცულობამ 7 მილიარდ 263 მილიონი დოლარი ანუ 24 მილიარდ 87 მილიონი ლარი შეადგინა, ეს კი 271 მილიონ 300 ათასი დოლარით მეტია წინა თვესთან შედარებით. ოქტომბრის მდგომარეობით, სახელმწიფო საგარეო ვალი 6 მილიარდ 991 მილიონ დოლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ 7 მილიარდ 263 მილიონი დოლარიდან, მთავრობის საგარეო ვალი შეადგენს 7 მილიარდ 5 მილიონ დოლარს, ხოლო ეროვნული ბანკის ვალი - 257 მილიონ 400 ათას დოლარს.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 919 მილიონ 60 ათასი დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი მილიარდ 92 მილიონ დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - მილიარდ 415 მილიონ დოლარს აჭარბებს.