2019 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5 მილიარდ 355 მილიონ დოლარს ანუ 15 მილიარდ 827 მილიონ ლარს გადააჭარბა. რაც წინა თვესთან შედარებით, 32 მილიონი დოლარით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 247 მილიონი დოლარით ნაკლებია.კერძოდ, 2019 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5 მილიარდ 387 მილიონ დოლარს ანუ 15 მილიარდ 870 მილიონ ლარს გადააჭარბა. 2018 წლის სექტემბრის მონაცემებით კი, სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა 5 მილიარდ 140 მილიონ დოლარს ანუ 13 მილიარდ 441 მილიონ ლარს აღემატებოდა.საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 969 მილიონ 781 ათასი დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 905 მილიონ 371 ათას დოლარი, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - მილიარდ 146 მილიონ დოლარს აჭარბებს.