საქართველოს სარეზერვო აქტივები გაიზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 30 აპრილის მდგომარეობით რეზერვებმა 3 მილიარდ 476 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს კი 77 მილიონ 100 ათასი დოლარით მეტია წინა თვესთან შედარებით. 31 მარტის მონაცემებით რეზერვები 3 მილიარდ 399 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ამასთან, გაზრდილია სავალუტო რეზერვებიც, აქ ზრდამ ერთ თვეში 77 მილიონ 600 ათასი დოლარი შეადგინა. სებ-ის სტატისტიკით, 31 მარტის მდგომარეობით რეზერვები 3 მილიარდ 399 მილიონი, 30 აპრილს კი 3 მილიარდ 279 მილიონი დოლარი იყო.