13:31
30 სექტემბერი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეების სააპელაციო განაცხადების მიღება დღეიდან იწყება
11-08-2020

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს საშუალება ექნებათ სააპელაციო განაცხადით მიმართონ ცენტრს 11 აგვისტოს 10:00 საათიდან 14 აგვისტოს 18:00 საათამდე. ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge.

თანხის გადახდის გარეშე სააპელაციო განაცხადის გაკეთება შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში საგნის არჩევის საშუალებას სისტემა არ იძლევა. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი.

საფასურის გადახდა შეუძლია, როგორც აბიტურიენტს და სტუდენტს, ისე იმ პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს გამოსაცდელის შესაბამის მონაცემებს. გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში.

გასაჩივრების მსურველს, რომელიც 14 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს სააპელაციო განაცხადს, თანხა დაუბრუნდება უკან. ასევე თანხა სრულად ბრუნდება გამოსაცდელის ანგარიშზე აპელაციის დროს ქულის ცვლილების (დაკლების ან მომატების) შემთხვევაშიც.

AutoPlay
ხელისუფლებას არ სურს მშვიდობიანად წასვლა და ცდილობს არიოს სიტუაცია - მიხეილ სააკაშვილი
გამოქვეყნდა 11 წუთის წინ
კომპანია "ზეგ-ი" თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ვიდეოების გასაჯაროებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს
გამოქვეყნდა 23 წუთის წინ
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 142 პაციენტიდან 24 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება
გამოქვეყნდა 24 წუთის წინ
დავით ბაქრაძე მარნეულში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს რომ "ქართულმა ოცნებმა" ასლან აბაშიძს გზა აირჩია
გამოქვეყნდა 25 წუთის წინ
"მთავარი არხის" ჟურნალისტის, ჯეიჰუნ მუჰამედალის თქმით, მას 5-6 კაცი სცემდა და მათგან ორი პირის ამოცნობა შეუძლია
გამოქვეყნდა 26 წუთის წინ
ზაურ დარგალის განცხადებით, ძალადობა "ნაცმოძრაობის" სტილია და პარტია გუშინ დილიდან "ქართული ოცნების" შტაბის წინ პროვოკაციას აწყობდა
გამოქვეყნდა 28 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები