მართალია, ფართო მნიშვნელობით, სელაპი ფარფლ-ფეხიანთა გვარის იმ ძუძუმწოვრებს აერთიანებს, რომელთაც ევოლუციურმა გარდაქმნებმა ტრადიციული თათების ნაცვლად ფარფლები შესძინა, მაგრამ ჩვეულებრივ, სელაპის სახელით მხოლოდ ნამდვილ სელაპთა ოჯახის წარმომადგენლებს მოიხსენიებენ, რომლებიც ერთნაირი წარმატებით მოერგნენ როგორც წყალში, ისე ხმელეთზე ცხოვრებას.
სელაპის გავრეცელების არეალი საკმაოდ ფართოა და პრაქტიკულად მთელ მსოფლიოს მოიცავს. თუმცა, ცხოვრების წესის გათვალისწინებით ცხოველი მხოლოდ ზღვის ან ოკეანის ნაპირზე იდებს ბინას. სახეობათა უმეტესობა არქტიკისა და ანტარქტიკის ცივ განედებში ბინადრობს, სადაც კანქვეშა ცხიმის წყალობით არასდროს უფრთხის მკაცრ კლიმატს, თუმცა არიან ისეთებიც, მაგალითად "მონარქი" სელაპი, რომელსაც ხმელთაშუა ზღვაში ურჩევნია დაბანაკება.