ეს არის დანაშაული და ისინი ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ - ირაკლი კობახიძე - Palitra News

ეს არის დანაშაული და ისინი ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ - ირაკლი კობახიძე

2020-04-22 17:35:51+04:00

პარლამენტის უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე მარნეულში მიმდინარე აქციას მიზანმიმართულს უწოდებს და თვლის რომ ეს ძალიან მძიმე ფაქტია,მისივე თქმით ეს არის დანაშაული და აქციის მონაწილეები ცეცხლს ეთამაშებიან, როგორც კობახიძემ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, აქციას მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ ორი განშტოების წარმომადგენლები მართავენ.