ნიკა გვარამიას გამოკითხვა საქალაქო სასამართლოში თითქმის 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. "რუსთავი 2"-ის დირექტორი ჩვენებას, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე აძლევდა. გვარამია ამბობს რომ მისი და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერი დიდი ხნის წინ არის წაშლილი, აუდიოჩანაწერის ავთენტურობა კი არ დადასტურებულა, ვინაიდან მასში საუბარი 3 ადამიანს შორის მიმდინარეობს.
ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანს შორის პირადი საუბრის ამსახველი ჩანაწერი youtube-ზე 2016 წლის 4 ოქტომბერს გამოქვეყნდა. იმავე დღეს რუსთავი 2-ის დირექტორმა განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან საუბარი ფარულად მან ჩაიწერა, ინტერნეტში კი დამონტაჟებული ვერსია გავრცელდა.