„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი პრეზიდენტის სკანდალური შეწყალებების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს. როგორც ხაბეიშვილმა პალიტრა ნიუსის გადაცემაში 360 გრადუსი განაცხადა, სწორედ ამ ხელისუფლებას ეკისრება სალომე ზურაბიშვილის ქმედებებზე პასუხისმგებლობა, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით გაიმარჯვა. ხაბეიშვილი იხსენებს 2012 წელს განხორციელებულ მასშტაბურ ამნისტიას, რის შედეგადაც მისი თქმით, ამ ხელისუფლებამ უამრავი დამნაშავე შეიწყალა.