ოსკარზე“ მომხდარი სკანდალ ის შემდეგ, როცა უილ სმიტმა ცერემონიის წამყვანს კრის როკს სილა გააწნა, ჯეიდა პინკეტ სმიტის ყოველი ახალი გამოჩენა მედიისთვის ახალი თემა ხდება. მსახიობმა პირველად ისაუბრა მძიმე დიაგნოზზე, რომლის შესახებაც რამდენიმე წლის წინ შეიტყო. „ეს იყო ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტი, როცა მივხდი, რომ თმას ვკარგავდი. თმა ჩემი, როგორც მსახიობის განუყოფელი ნაწილი იყო და მივხვდი, რომ მის გარეშე ვრჩებოდი. ამის შემდეგ დავიწყე ინექციების გამოყენება. ამას ცოტა ხნით შვება მომცა“ – იხსენებს ჯეიდა.
50 წლის მსახიობი ამბობს, რომ თმის გადაპარსვა შვილმა ურჩია, რადგან სამწლიანი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა. ჯადა პირველად გადაპარსული თმით 2021 წელს „ემმის“ ცერემონიაზე გამოჩნდა: „ეს მოდური ვარცხნილობა არ არის, ეს არის ალოპეცია“ – ამბობს ჯეიდა გულახდილი საუბრების დროს.