შუა საუკუნეების მომაჯადოვებელი ქალაქი, რომელიც თითქოს მეთხუთმეტე საუკუნეში დაკონსერვდა და დაივიწყა ცივილიზაციის ისეთი მიღწევები როგორიცაა, ცათამბჯენები, ავტობანები, შოპინგმოლები - ეს გახლავთ ბრიუგე. მის ისტორიულ ცენტრში სადაც არხებში გრაციოზულად დაცურავენ გედები, ივიწყებ რომ 21-ე საუკუნეა, არსებობს ინსტრაგრამი, ფეისბუქი. სამყარო კი ინფორმაციებსა და ახალ ამბებში იხრჩობა. ბრიუგეში არაფერი იცვლება საუკუნეების განმავლობაში. ერთადერთი რაც ქალაის სიმშვიდეს არღევევს ეს ტურისტებია. ბრიუგე არა მხოლოდ ბელგიის შოკოლადის დედაქალაქია, არამედ ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ევროპის ულამაზესი ქალაქია. ტურისტევის რაოდეობა ისე გაიზარდა ბრიუგეს მცხოვრებლები უკმაყოფლებას გამოთქვამენ - ასე გვგონია დისნეილენდში ვცხოვრობთო.