დღესდღეობით არცერთი სხვა საავტომობილო სეგმენტი არ არის ისე მზარდი, როგორც პატარა SUV-ების კლასი. უკომპაქტურესი ქროსოვერების პოპულარობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არნახულად მატულობს და აღარ დარჩა ავტომწარმოებელი, რომელიც ასეთ ავტომობილს არ აწარმოებდეს, ან მინიმუმ წარმოების დაწყებას არ აპირებდეს.თამამად შეიძლება ითქვას, რომ Mazda CX-3 ამ სეგმენტის ერთ-ერთი ულამაზესი წარმომადგენელია. მისი უფროსი ”ძმის”, CX-5-ის უდიდესმა წარმატებამ იაპონელებს თამამად გადაადგმევინა ნაბიჯი, შეექმნათ კიდევ უფრო კომპაქტური SUV, რომელიც ყველაზე მოთხოვნად კლასში ღირსეულ ადგილს დაიკავებდა. ახლა კი ეს მშვენიერი SUV უკვე საქართველოშია - ჩვენ ის ”მაზდა ცენტრი თეგეტაში” მოვინახულეთ და ცოტა გავისეირნეთ.