ნაადრევი ხილი მკვეთრი შეფერილობისაა. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი რაოდენობით პიგმენტს შეიცავს. სამწუხაროდ, ეს ნივთიერებები ალერგიის რისკებს ქმნიან არ ამარტო ალერგიისკენ მიდრეკილ ბავშვებში, არამედ სრულიად ჯანმრთელ პატარებშიც.
ზოგიერთი სახეობის კენკრა, მაგალითად, ჟოლო, მოცხარი, ქაცვი და მოცვი 6-7 თვიდან შეგიძლიათ გაასინჯოთ ბავშვს. მარწყვის მიცემას კი ერთი წლის ასაკამდე არ გირჩევთ. თავიდან ერთი-ორი ცალი ნაყოფიც კმარა, რათა დაუკვირდეთ, ხომ არ გამოიწვია რაიმე ცვლილება კანზე ან კუჭ-ნაწლავზე...აუცილებელია გახსოვდეთ, რომ როცა ბავშვს ჟოლოს, მარწყვს ან სხვა კენკრას სთავაზობთ, შაქარი არ დააყაროთ. ჯობია, თავიდანვე უშაქროდ მიეჩვიოს. თუ წვენის ან კომპოტის შეთავაზებას აპირებთ, აუცილებლად დალევის წინ მოამზადეთ. მეძუძურმა დედამ მარწყვის მიღებისგან ჯობია თავი შეიკავოს, უკეთესია ალუბლით და ალუჩით მოიკლათ ხილის წყურვილი.