ძალიან სახიფათო ინფორმაციებია, რომელიც ჩემამდეც მოვიდა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სურთ, თუ ეს მოხდება, ნამდვილი მკვლელობაა, - ამის შესახებ რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ყველა წესის მიხედვით, თუ სააკაშვილმა 50 დღის განმავლობაში იშიმშილა, სულ მცირე 100 დღის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს ჰოსპიტალში, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივ მონიტორინგსა და მკურნალობას საჭიროებს. ამასთანავე, რადას დეპუტატმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს გამოუვლინდა ახალი სიმპტომები და გაუგებარია, რატომ ამბობენ ექიმები, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.