"ცხოველების ფერმა" ბრიტანელი ნოველისტის, ესეისტის, ჟურნალისტისა და კრიტიკოსის ჯორჯ ორუელის პოლიტიკური სატირაა. წიგნის ორიგინალი 1945 წელს დიდ ბრიტანეთში გამომცემლობა Harvill Secker-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.
წიგნის სიუჟეტში ცხოველები მოაწყობენ აჯანყებას და ფერმიდან განდევნიან ადამიანებს. ისინი გადაწყვეტენ, საკუთარი მმართველობის სისტემა შექმნან და თავად მართონ ფერმა, მაგრამ, ამავე დროს, არანაირად არ დაემსგავსონ ადამიანებს. საერთო გადაწყვეტილებით, აკრძალულია ტანსაცმლის ჩაცმა, ადამიანივით საწოლზე წოლა, ფულის გამოყენება და სხვა ჩვევები, რომლებიც მხოლოდ ადამიანს ახასიათებს. მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში, ფერმა, განვითარებასთან ერთად, „ეცემა ადამიანის დონემდე“ და საბოლოოდ მისი ერთპიროვნულ მმართველს, ღორს სახელად „ნაპოლეონს“, უკვე ვერავინ არჩევს ნამდვილი ადამიანებისგან.
ორუელი, რომელიც თავად სოციალ დემოკრატი და დამოუკიდებელი ლეიბორისტული პარტიის წევრი იყო, აკრიტიკებდა სტალინს, მის რეჟიმს და უნდობლობით იყო განწყობილი სტალინიზმის მიმართ.წიგნში ცხოველების ფერმის ლიდერი ნაპოლეონის პერსონაჟი სწორედ იოსებ სტალინის პიროვნებაზეა დაფუძნებული.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2018 წელს , გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელსა და "პალიტრა ელის" ვებგვერდზე Palitral.ge