ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გადადგომას არ აპირებს. ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დავით ქევხიშვილი ამბობს რომ ეს უკვე ზღვარგადასული საქციელია, რომელიც არანაირად არ ჯდება ძიუდოს ინტერესებში. მისი თქმით, ბევრ ადამიანს აწყობს ამ პროცესში დაძაბულობა და ესკალაცია.
"მე, რა თქმა უნდა, პროცესების დალაგებას ხელს ვუწყობ, იქიდან გამომდინარე, რომ მზად ვარ მათთან და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან დავჯდე და ვისაუბრო გამოსავალზე - აცხადებს ქევხიშვილი და აქვე აღნიშნავს რომ რამდენიმე ვარიანტი, რაც არც ძიუდოს ინტერესებს დააზარალებს და სპორტსმენებსაც ვარჯიშის საშუალებას მისცემს, მათ უკვე შესთავაზა". თუმცა მე აქ უკვე ვხედავ უაზრო ახირებას და არა საქმის კეთებას. ეს უკე პრინციპულობაც არ არის, ზღვარგადასული საქციელია, რომელიც არანაირად ჯდება ძიუდოს ინტერესში“- აცხადებს ქევხიშვილი.