ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტიორ კომპანიას ეძებს. აღნიშნულთან დაკავშირებით „ესკომ“ ინტერესთა გამოკითხვა უკვე გამოაცხადა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმპორტი უნდა განხორცილდეს 2021 წლის 11-31 იანვრის პერიოდისათვის. იმპორტის საორიენტაციო მოცულობა კი 33 მილიონ 600 ათას კილოვატ საათს შეადგენს.
შემოთავაზების წარმოდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, არარეზიდენტ იურიდიულ პირს ან „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მიერ ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე იმპორტიორ კვალიფიციურ საწარმოდ რეგისტრირებულ რეზიდენტ იურიდიულ პირს. შემოთავაზების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 21 დეკემბერი.