კარმენ მოლას სახელით ცნობილმა ესპანელმა მწერალმა ქალმა, რომელიც თრილერის ჟანრის ნაწარმოებებს წერს, ცოტა ხნის წინ ლიტერატული პრემია, სახელად Premio Planeta de Novela და €1 მილიონის ოდენობით ჯილდო მოიპოვა. დამსწრე საზოგადოებისდა გასაკვირად, დაჯილდოების ცერემონიაზე არა უნივერსიტეტის ლექტორი და 3 შვილის დედა, არამედ 3 კაცი წარსდგა.
როგორც აღმოჩნდა, ქალი, რომელიც ესპანეთში თრილერის ჟანრის წიგნების წერითაა ცნობილი, სინამდვილეში არ არსებობს. მის მაგივრად ნაწარმოებებს აუგუსტინ მარტინეზი, ხორხე დიაზი და ანტონიო მერცერო წერდნენ. კარმენ მოლას გამოგონებამდე, სამივე კაცი სცენარის ავტორად მუშაობდა.