ესპანეთის 250-ზე მეტ ქალაქსა და სოფელში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები გაიმართება. მოსახლეობა ქალების გაუპატიურების და პარტნიორების მიერ ქალების მკვლელობის ფაქტებს ამაღამ გააპროტესტებს.
აქტივისტების თქმით, მათ უნდა გამოაცხადონ "ფემინისტური საგანგებო მდგომარეობა", ვინაიდან მიმდინარე ზაფხულს 19 ქალი მოკლეს. აქციების ორგანიზატორების თქმით, ისინი აპროტესტებენ მედიისა და პოლიტიკოსების მხრიდან უყურადღებო და ინდიფერენტულ დამოკიდებულებას ფემიციდის შემთხვევების მიმართ. ორგანიზატორები მოუწოდებენ მოსახლეობას სანთლებით, სანათებით და ფარნებით ხელში გამოვიდნენ დღეს საღამოს და გაპროტესტონ ქალთა მიმართ ძალადობა.
ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წელს, ესპანეთში ოჯახური ძალადობის შედეგად 42 ქალი მოკლეს.