ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ იტალიასა და საფრანგეთს არ მიბაძა და ეროვნული ჩემპიონატი არ შეაჩერა. მინიმუმ ორი კვირით მხოლოდ არაპროფესიონალური ლიგები შეჩერდება, ლა ლიგა და აგრეთვე ლა ლიგა 2 ჩვეულებრივად გაგრძელდება, თუმცა უახლოესი ორი ტური უმაყურებლოდ ჩაივლის.
ესპანელ ფეხბურთელთა კავშირი მატჩების შეჩერებას ითხოვს, ისე, როგორც ეს მათმა იტალიელმა კოლეგებმა გააკეთეს. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო, სერია ა აპრილამდე შეწყდა, იგივე მოხდა ფრანგულ ლიგა 1-თან დაკავშირებითაც. ლა ლიგის მომდევნო ორი ტური უმაყურებლოდ ჩაივლის. სამეფო თასის ფინალი გადაიდო. ბუნდესლიგაში უმაყურებლოდ ჩაივლის დორტმუნდი-შალკე, ბავარიისა და ქვემო საქსონიის მხარეებმა აკრძალვა შემოიღეს, რომლის მიხედვითაც სპორტულ ღონისძიებებს 1000-ზე მეტი მაყურებელი ვერ დასწრება. ინგლისში გადაიდო მანჩესტერ სიტისა და არსენალის მატჩი.
ევროტურნირებზე კი მთელი რიგი შეხვედრები დახურულ კარს მიღმა ჩატარდება. კითხვის ნიშნის ქვეშ არის მარტის ბოლოს დაგეგმილი ერთა ლიგის მატჩების გამართვაც.