ესპანეთის სანაპირო დაცვამ კანარის კუნძულებთან 79 მიგრანტი გადაარჩინა. ამ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს. გადარჩენილები კანარის კუნძულებზე თავშესაფარში გადაიყვანეს და პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მიგრანტებს შორის 9 ბავში და 3 ქალია. მათ ზღვაში 6 დღე გაატარეს.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წელს მათ 27 200 მიგრანტი მიიღეს, რაც გასული წლის მონაცემებზე 50%-ით ნაკლებია. შეგხასენებთ, რომ ყოველწლიურად აფრიკის ქვეყნებიდან ევროპაში მოხვედრას ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთით ათასობით მიგრანტი ცდილობს.
ესპანეთის შემგადგენლობაში მყოფი კანარის კუნძლები მათ ერთ-ერთ მთავარ მარშრუტს წარმოადგენს.