ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ ცხრა კატალონიელ სეპარატისტ ლიდერს 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ლიდერებს ბრალად ედებათ 2017 წელს აჯანყებასა და საჯარო სახსრების ბოროტად გამოყენებაში.
ერთ-ერთმა პროკურორმა, სასამართლო სხდომის დროს განაცხადა, რომ ბრალდებულებმა "სახელმწიფო გადატრიალება" სცადეს. დაკავებულთაგან სამ ლიდერს დაუმორჩილებლობაში დასდეს ბრალი და დააჯარიმეს, დანარჩენს კი პატიმრობა შეუფარდეს. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.
სასამართლოს განაჩენის გამოცხადებამდე სეპარატისტულად განწყობილმა აქტივისტებმა აქციები გამართეს. ასევე მოსალოდნელია, რომ კატალონიის სეპარატისტულად განწყობილმა პარტიებმა მოსახლეობას "სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ" მოუწოდონ.