ესპანეთში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამის მანძილზე 812 ადამიანი დაიღუპა, რითაც მთლიანობაში გარდაცვლილთა რიცხვმა 7340-ს მიაღწია. ქვეყანაში დადასტურებული ინფიცირების შემთხვევები კიდევ 6,400-ით გაიზარდა და 85 195-ს მიაღწია, რითაც ქვეყანამ ჩინეთის მონაცემებს გადაასწრო და დადასტურებული შემთხვევების რეიტინგში აშშ-ისა და იტალიის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.